- ხელსაყრელი ტარიფები და სწრაფი ფულადი გადარიცხვები თურქეთში ზირაათ ბანკის 1700 - ზე მეტ ფილიალში, ,
- ერთდროულად საბანკო ანგარიშის წარმოების შესაძლებლობა სხვადასხვა ვალუტაში: ლარი / აშშ დოლარი / ევრო / თურქული ლირა.
- ვადიანი ანაბრის გახსნის შესაძლებლობა ლარში, აშშ დოლარში, ევროში და თურქულ ლირაში.
- თურქეთის ზირაათ ბანკის ფილიალში გახსნილი ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გამოტანის შესაძლებლობა.
- უცხოეთის მოქალაქეებს ანგარიშის გასახსნელად არ მოუწევთ ზედმეტი პროცედურების გავლა, მათთვის საკმარისია წარადგინონ მხოლოდ პასპორტი ან საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობა.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. 2020 წლის 1 ივლისიდან, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge.