დისტანციური საბანკო მომსახურება
საქართველოში ჩვენი ფილიალი მუდამ თქვენს გვერდით არის. შეასრულეთ თქვენთვის სასურველი საბანკო ოპერაცია ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე. ჩვენი პროდუქტი ბანკი-კლიენტი (Bank Client) შესაძლებლობას გაძლევთ ოფისიდან გაუსვლელად განახორციელოთ ფულადი გადარიცხვები, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები და შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები.
ფულადი გადარიცხვები/ ჩარიცხვები
ზირაათ ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ მსოფლიოს 17 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში არსებული ჩვენი ქსელის მეშვეობით, სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად განახორციელოთ ფულადი გადარიცხვები. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი ბანკის საკმაოდ ფართო საკორესპონდენტო ქსელი, რომელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დაბრკოლების გარეშე განახორციელეთ ფულადი გადარიცხვების ოპერაციები ლარში RTGS სისტემის და საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების SWIFT სისტემის მეშვეობით.
ჩვენი პროდუქტი ბანკი-კლიენტი (Bank Client) შესაძლებლობას გაძლევთ ოფისიდან გაუსვლელად, ადგილზე შეასრულოთ გადარიცხვის ოპერაციები.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვა
ლარის, უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი/ევრო/თურქული ლირა) ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით გთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს.
შესაძლებლობა გეძლევათ სავალუტო ოპერაციები აწარმოოთ საკუთარი ოფისიდან გაუსვლელად.
სახელფასო მომსახურება
კორპორატიულ სახელფასო პროექტში ჩართულ კლიენტებს ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
კორპორატიული მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან საბარათე მომსახურებით და ხელსაყრელი საკრედიტო პროდუქტებით.
ნაღდი თანხის შეტანა ანგარიშზე (USD/EUR/TRY) - 0,15%
* ჩვენს ბანკში არსებული სასესხო დავალიანებისა და საკომისიოს დაფარვის მიზნით შეტანილი ნაღდი თანხის საკომისიო - 0%