ჩვენი ხედვა
უნივერსალური, სანდო, მაღალი საბაზრო ღირებულებების მქონე ლიდერი ბანკი, რომელიც თავის კლიენტებს პირდება იყოს უფრო მეტი ვიდრე ბანკი, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს სანდო და მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებას. ბანკი, რომელიც ყველა თქვენთაგანის ბანკია, რომლისთვისაც მომხმარებელი და ადამიანური რესურსები წარმოადგენს ყველაზე ღირებულ აქტივს. ორგანიზაცია, რომელიც თავისი ძირძველი და მდიდარი ისტორიის გათვალისწინებით, მუდმივად ქმნის განსხვავებულ ფასეულობას და ამავე დროს კონკურენტებისათვის სამაგალითო ბანკია.
მიზანი
ჩვენი მიზანია, ვიყოთ ბანკი, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმის კლიენტის მოთხოვნა და საუკეთესო ფორმით ცდილობს დააკმაყოფილოს მისი მოლოდინი. ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თვითშეგნებით, ვცდილობთ ვიყოთ ბანკი, რომელიც წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და რომლის მთავარი პრიორიტეტი კლიენტის მოლოდინის გამართლებაა.
ჩვენი სტრატეგია:
- „საიმედო ბანკის“ რეპუტაციის შენარჩუნება, - ბანკი, რომელთან თანამშრომლობაც კლიენტებისთვის სტაბილურობის განცდას ნიშნავს,
- მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,
- კორპორატიული კლიენტების პორტფელის სექტორული განაწილების უზრუნველყოფა,
- საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების დახვეწის გზით, საკრედიტო პორტფელის ეფექტური მართვა,
- საქმიანობის ეფექტურად წარმართვისა და ხარჯების გონივრული მართვის კუთხით რჩევების მიცემა,
- კლიენტთათვის ფართო სპექტრის საბანკო მომსახურების გაწევა,
- საერთაშორისო ფინანსურ ბაზართან ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა.