თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო სფეროში განვითარებული თანამშრომლობა და საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთათვის საბანკო მომსახურების გაწევის საჭიროება გახდა საფუძველი იმისა, რომ 1998 წელს თბილისში გახსნილიყო ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი, რომელსაც 2013 წელს შეემატა ბათუმის, 2016 წელს მარნეულის სერვის-ცენტრი, 2018 წელს წერეთლის სერვის-ცენტრი, 2019 წელს ქუთაისის სერვის-ცენტრი, 2020 წელს ვაკეთილის და გლდანის სერვის ცენტრები.
ზირაათ ბანკი არის თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ბანკი, მისი კაპიტალის 100 % თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაა.
ზირაათ ბანკის სერვის-ცენტრებში არ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც საუბრობენ ქართულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ჩვენი SWIFT კოდია : SWIFT-BIC :TCZBGE22
ზირაათ ბანკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ.