სს ზირაათ ბანკი საქართველოს კლიენტების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ჩვენი ბანკის საშუალებით არ შესრულდება ისეთი საბანკო ოპერაციები, რომელიც პირდაპირ და/ან ირიბად დაკშირებულია სანქცირებულ ქვეყნებთან. ბანკი უფლებამოსილია, ასეთი ოპერაციის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუხუროს კლიენტს ანგარიში.
თუ თანხას რიცხავთ შემდეგ ქვეყნებში
I ჯგუფი: ჩინეთი, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ტაივანი.
ოპერაციის დანიშნულება არის საქონლის შეძენა/იმპორტი/ტრანსპორტირება და ოპერაციის ვალუტა არს აშშ დოლარი/ევრო, ვალდებულნი ხართ წარმოადგინოთ:
1. ინვოისი და/ან ხელშეკრულება
2. სატრანსპორტო დოკუმენტი
II ჯგუფი: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი
ოპერაციის დანიშნულება არის საქონლის შეძენა/იმპორტი/ტრანსპორტირება და ოპერაციის ვალუტა არს აშშ დოლარი/ევრო, ვალდებულნი ხართ წარმოადგინოთ:
1. ინვოისი და/ან ხელშეკრულება
2. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმოშობის სერთიფიკატი, EUR 1, ხარისხის სერთიფიკატი და ა.შ)
შენიშვნა: თურქულ ლირაში ანგარიშსწორებისთვის უნდა წარმოადგინოთ ინვოისი და/ან ხელშეკრულება. ბანკი იტოვებს უფლებას, ლირაში გადარიცხვისას, კლიენტისგან მოითხოვოს წინა ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები (ინვოისი, ხელშეკრულება, პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაცია და სხვა დოკუმენტი).
III ჯგუფი: არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ერაყი, პაკისტანი.
ოპერაციის დანიშნულება არის საქონლის შეძენა/იმპორტი/ტრანსპორტირება და ოპერაციის ვალუტა არს აშშ დოლარი/ევრო, ვალდებულნი ხართ წარმოადგინოთ:
1. ინვოისი და/ან ხელშეკრულება
2. სატრანსპორტო დოკუმენტი
3. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი
საქონლის შეძენასთან/იმპორტთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინვოისი, ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
• მხარეები და მათი რეკვიზიტები
• თარიღი და ნომერი
• გადახდის პირობები
• მიწოდების ვადები და პირობები
• პროდუქციის წონა/რაოდენობა/მოცულობა
• პროდუქციის მწარმოებლის დასახელება და იურიდიული მისამართი
• პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა (კოდის მინიშნებით)
საქონლის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტზე (ORIGIN CERTIFICATE, EUR 1, QUALITY CERTIFICATE და სხვ) დატანილი უნდა იყოს ისეთი ნიშანი (QR კოდი, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი, რომლის გადამოწმება შესაძლებელი იქნება დოკუმენტის გამცემი სახელმწიფო ორგანოს საიტზე და/ან მისი დადარება შესაძლებელი იქნება სხვა ასეთი ნიშნების მქონე დოკუმენტთან).
სატრანსპორტო დოკუმენტი (MBL, CMR, RWB, MAWB), უნდა იყოს მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტი და შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ინვოისი/ხელშეკრულებასთან (ორივე დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს იდენტური მიმღები/მყიდველი, გამგზავნი/გამყიდველი). წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფორვარდერის შიდა სატრანსპორტო დოკუმენტი.
ზემოხსენებული ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია არ მიიღოს სახელმძღვანელოდ დოკუმენტი.
გზავნილების მიღება/ გაგზავნა
ზირაათ ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ მსოფლიოს 17 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში არსებული ჩვენი ქსელის მეშვეობით, სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად განახორციელოთ ფულადი გადარიცხვები. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი ბანკის საკმაოდ ფართო საკორესპონდენტო ქსელი, რომელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელეთ ფულადი გადარიცხვების ოპერაციები ლარში RTGS სისტემის და საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების SWIFT სისტემის მეშვეობით.
. საქართველოში IBAN ნომერი მოიცავს 22 სიმბოლოს.