დამატებითი უსაფრთხოების მეთოდები
მომხმარებლების საბანკო ანგარიშების დამატებითი უსაფრთხოებისათვის, იცვლება მობაილ და ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციისა და საბანკო ოპერაციების შესრულების წესი.
2021 წლის 22 მარტიდან სს ზირაათ ბანკი საქართველოს ინტერნეტ/მობაილბანკში შესასვლელად და ტრანზაქციების შესასრულებლად, მომხმარებელი უსაფრთხოების დამატებით კოდს შეიყვანს.
ინტერნეტბანკში ავტორიზაცია
ანგარიშების მეტი დაცულობისათვის, სს ზირაათ ბანკი საქართველოს ინტერნეტბანკში შესვლა შესაძლებელი იქნება შემდეგი ელემენტების მითითებით:
• მომხმარებლის სახელი და პაროლი
• ერთჯერადი სმს კოდი
მობაილბანკში ავტორიზაცია
სს ზირაათ ბანკი საქართველოს მობაილბანკში შესვლა შესაძლებელი იქნება შემდეგი ელემენტების გამოყენებით:
• მომხმარებლის სახელი და პაროლი ან თითის ანაბეჭდი
• ერთჯერადი სმს კოდი
ტრანზაქციების შესრულება
დისტანციურ არხებში 50 ლარზე ზევით ტრანზაქციების შესრულებისას, მომხმარებელი დამატებით უსაფრთხოების კოდს შეიყვანს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მობაილბანკით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკაცია უნდა იყოს განახლებული.