AML
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო პოლიტიკა
სს ზირაათ ბანკი საქართველო არის თურქეთის რესპუბლიკის ზირაათის ფინანსური ჯგუფის წევრი, რომელიც მოქმედებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის უმაღლეს სტანდარტების შესაბამისად. სს ზირაათ ბანკ საქართველოში მოქმედი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობის პროგრამა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
- კლიენტებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება;
- პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) იდენტიფიკაცია, ვინაობის გადამოწმება და მათი მომსახურების შესახებ წესები;
- გაძლიერებული შემოწმების პროცედურები მაღალი რისკის კლიენტებთან მიმართებაში;
- საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პონტეციური რისკების იდენტიფიკაცია;
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკები და პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობა;
- კლიენტების საეჭვო ქცევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების პროცედურები;
- კლიენტების გადამოწმება ტერორისტთა და/ან ტერორიზმის ხელშემწყობთა საერთაშორისო სიებში, ასევე, შესაბამის ფინანსურ და სხვა ტიპის სანქცირებულ პირთა სიებში;
- პერსონალის რეგულარული ტრენინგები და საკითხის მიმართ ცოდნის ამაღლება;
- მარეგულირებლის მოთხოვნებისა და გამოვლენილი სისუსტეების მართვა;
- შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პერსონალის მეშვეობით ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით.
სს ზირაათ ბანკი საქართველო თავის საქმიანობაში მკაცრად იცავს მთავარ პრინციპებს, როგორიცაა „იცნობდე შენს კლიენტს" პროცესები და კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები, აგრეთვე ბანკს არ აქვს საკორესპონდენტო ურთიერთობა ფიქტიურ ბანკებთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენას. სს ზირაათ ბანკი საქართველოს ყველა თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ ან ირიბ კონტაქტშია მომხმარებელთან, სისტემატიურად გადის ტრენინგებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ისეთ შემთხვევებში, როცა კლიენტის ქცევა ან მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვს იწვევს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული სტანდარტები ემყარება შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებს, ასევე საუკეთესო პრაქტიკას, რათა სს ზირაათ ბანკი საქართველო და მისი კლიენტები დაცული იყვნენ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა თაღლითური ქმედებისგან.
ყველა დოკუმენტი, რომელიც მოპოვებულია პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, კლიენტის ანგარიშებისა და მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია და ჩანაწერები, ასევე სხვა დოკუმენტები ინახება ელექტრონულად სულ მცირე 10 წლის ვადით.
სს ზირაათ ბანკი საქართველო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
FATCA
„უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)“ მოთხოვნების შესრულების მიზნით სს “ზირაათ ბანკი საქართველო” რეგისტრირებულია აშშ–ის საგადასახადო სამსახურის ვებგვერდზე 03.06.2014 წელს, სტატუსით - CERTIFIED DEEMED COMPLIANT FFI under a Model 1 IGA და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი (Global Intermediary Identification Number (GIIN) - GIIN: U0UYM2.00008.ME.268
CRS
გვინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) შესახებ
პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში და საქართველო შეუერთდა ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ერთიან სისტემას. ინფორმაციის გაცვლა მოხდება ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
სტანდარტის მიხედვით საქართველოში არსებულ საფინანსო ინსტიტუტებს მოეთხოვებათ მოიპოვონ ინფორმაცია მომხმარებლის საგადასახადო რეზიდენტობის / სტატუსის შესახებ –თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან აქვთ საქმიანი ურთიერთობა და, შესაბამისად, როგორც თავად სუბიექტის, ასევე მისი ბენეფიციარ(ებ)ის შემთხვევაში წარმოადგენენ თუ არა იმ ქვეყნის / ქვეყნების რეზიდენტ პირებს საგადასახადო მიზნებისთვის
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ან / და გარკვეული კატეგორიის იურიდიული პირის ბენეფიციარი წარმოადგენს საქართველოსგან განსხვავებული სხვა ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტს, საფინანსო ინსტიტუტი მოპოვებულ ინფორმაციას ყოველწლიურად უზიარებს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია გადასცეს ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებს, რომელთანაც საქართველო გააფორმებს ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას.
საფინანსო ინსტიტუტი ინფორმაციას მოიპოვებს მომხმარებლის მხრიდან კითხვარის შევსების გზით (თვითდეკლარაცია), რომელიც შესაძლებელი იქნება ბანკის ციფრულ არხებში (ინტერნეტბანკი), ფილიალებსა და სატელეფონო ცენტრის საშუალებით. საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია შეამოწმოს მომხმარებლის მხრიდან მისთვის წარდგენილი ინფორმაციის სისწორე / შესაბამისობა მის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ხელახალი თვითდეკლარაცია. მომხმარებლის მხრიდან ინფორმაციის შეუვსებლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასევე, შესაძლებელია შეიზღუდოს წვდომა ანგარიშებსა და ტრანზაქციებზე. ამასთან, მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების / ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ასეთი გარემოებების ცვლილების შესახებ და მიაწოდოს სრული, განახლებული ინფორმაცია.