საკრედიტო პროდუქტები

კომერციული სესხი

საქმიანობის გაფართოებისა და საბრუნავი კაპიტალის გაზრდის მიზნით, გთავაზობთ სესხს ლარსა და აშშ დოლარში ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით.

დაფინანსების მიღებამდე, გთავაზობთ ჩვენს პროფესიონალურ რჩევებს.

აგრეთვე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ჩვენს ბანკში საქართველოს ტერიტორიაზე სესხის მიღების მიზნით, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გამოიყენოთ თურქეთის ფილიალებში დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტები.

სესხი – (ყოველთვიური შენატანი და კლებადი ძირი)

  •  სესხის ვადა - მაქსიმუმ 60 თვემდე,
  •  სესხი ლარში, აშშ დოლარში და ევროში,
  •  უზრუნველყოფის სახეები: თავდებობა, უძრავი ქონება ან თურქეთის ზირაათ ბანკის ფილიალებში დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი.

საკრედიტო ხაზი:

საკრედიტო ხაზი საშუალებას გაძლევთ, ფულადი რესურსის საჭიროება დაიკმაყოფილოთ თქვენთვის გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში. ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად განკარგოთ ფულადი სახსრები სასურველი დროის ინტერვალში - ერთი დღიდან ერთ წლამდე ვადით. საპროცენტო სარგებელი დაერიცხება მხოლოდ საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ თანხას.

უზრუნველყოფის სახეები:

თავდებობა, უძრავი ქონება ან ზირაათ ბანკის ფილიალებში დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი.თქვენთვის ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთის დასადგენად ეწვიეთ ჩვენს ფილიალს.

საბანკო გარანტია

მზად ვართ თქვენი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს, თურქეთის ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ზირაათ ბანკის გარანტიით და ხელსაყრელი პირობებით ვუზრუნველყოთ წერილობითი ან ელექტრონული საგარანტიო წერილის მომზადება.

უზრუნველყოფის სახეები : ნაღდი ფული, უძრავი ქონება და თურქეთში ზირაათ ბანკის ფილიალში დამტკიცებული საკრდიტო ლიმიტი.